თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა და დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური დანაზოგი ინახებოდა.

„22 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით – „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი და 526.92 ევროს ოდენობით, რაც წარმოადეგნს მის დანაზოგს ხელფასის სახით მიღებული თანხიდან“ – განაცხადა პროკურორმა ირაკლი გულუაშვილმა.

მსგავსი თემები