თვითმკვლელობის განხორციელების გზები, თვითმკვლელობა ელექტრო შოკის გამოყენებით თუ ვენების გადაჭრით

 „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ  ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით“ –  ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სპეცალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა.

როგორც გულიაშვილმა განმარტა, მის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატები აღმოაჩინეს.

„თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და  „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა – გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.

გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის  პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი“ – განცხადა გულუაშვილმა.    

მსგავსი თემები