ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის პალატიდან პაციენტი გადახტა – შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ნეიროქირურგიული განყოფილების პალატიდან პაციენტი, სავარაუდოდ, გადახტა და თავი მოიკლა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მამაკაცი ჰოსპიტალში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.

რაც შეეხება გამოძიებას, შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. კლინიკაში, სადაც შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა.

მსგავსი თემები