“ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ეპიდვითარების კომენტირებისას აღნიშნა, სახეზეა ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია.

„დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია და გვყავს 2 981 ინფიცირებული. რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს 112-ში დაფიქსირებული მიმდინარე შესასრულებელი ზარი იყო მხოლოდ და მხოლოდ 5. საწოლფონდის მოცულობა გვაქვს 7 272, სადაც განთავსებულია 6 422 პაციენტი, 1 330 პაციენტი იმყოფება ჟანგბადზე, 406 არის რეანიმაციულ განყოფილებაში და გვაქვს 835 თავისუფალი ადგილი“,-აღნიშნა მან.

მსგავსი თემები