„დაუკანონდეს ყველას სახლები, სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”- აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასტან, ამ წუთებში, აფრიკს დასახლების ის მიბინადრეები არიან შეკრებილები, რომლებსაც გუშინ, მშენებარე სახლები დაუნგრიეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსახლჯაროდ დარჩნენ და თავშესაფარს ითხოვენ.  

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან, სამოქალქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა უსახლკაროები.

„მოვითხოვთ, თბიისის მერი შეგვხვდეს, დაგველაპარაკოს, აგვიხსნას ეს რატომ გააკეთა და რას გვიპირებს. აქ ყველანი ვართ, ვისაც გუშინ სახლები დაგვინგრიეს, ასევე ისინი, ვინც ნგრევის მოლოდინში ვარ. საპროტესტი აქციებს მანამ გავაგრძელებთ, სანამ ჩვენზე არ იზრუნებენ და პასუხს არ აგებენ ჩადენილ ვანდალიზმზე“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ყოველდღიურ გამოსვლებს აანონსებენ და აბობბე, რომ ეს იქნება მოძრავი აქცია, რომელიც სხვადასხვა პერიმეტრზე გაიმართება. ხვალ კი აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გეგმავენ.

მსგავსი თემები