ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის – მინისტრის ანგარიში

„ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა,  სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“ – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანგარიშის წარდგენისას და ერთ-ერთი აქცენტი „საქმიან ეზოზე“ გააკეთა.

„ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  წარმოადგენს  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა  რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს  ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას.

„როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.   სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა  გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა“ – განაცხადა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას.

მსგავსი თემები