კახეთში კორონავირუსით ცნობილი პედიატრი გარდაიცვალა

თელავში, კორონავირუსით, ცნობილი პედიატრი, ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.

Covid-19-ით ინფიცირებული ექიმი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით, ის თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

 ექიმების ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მედიკოსს, რთული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს, საქართველოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

 70-იან წლებში, ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ექიმი იყო და ბავშვთა მკურნალობის მის მიერ შემუშავებული მეთოდები, სხვადასხვა საავადმყოფოებში, წარმატებით ინერგებოდა.

მსგავსი თემები