კახა კალაძე შეხვდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კახა კალაძემ გაავრცელა:

“სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს.

მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს,” – წერს კახა კალაძე.

აფრიკის დასახლებაში გადაღებულ ფოტოზე ასახულ მამა-შვილს თბილისი მერი ბინას ჩუქნის.

15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რომელიც მერიის განცხადებით, მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო აშენებული. აღნიშნულ პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

სწორედ ამ ნგრევის მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

მსგავსი თემები