„ასე გადამიხადეს სამაგიერო, დამსაჯეს“ – თამრიკო ჭოხონელიძეს საშობაო გალობას არ შეასრულებინებენ

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე, რომელიც ყოველ წელს სამების ტაძარში  საშობაო გალობას ოჯახთან ერთად ასრულებდა, ვერ იგალობებს. როგორც ჭოხონელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, „ტოლერანტმა“ ადამიანებმა ის ასე დასაჯეს იმ კრიტიკული განცხადებებისთვის, რასაც  ბოლო პერიოდში აკეთებს.

„ტოლერანტ“ ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ რომ შობის ღამეს ტაძარში საგალობელი არ უნდა შევასრულო. ასე  სამაგიერო გადამიხადეს  იმ კრიტიკული განცხადებების გამო, რასაც ვაკეთებ. ასეთია ამ „დიდსულოვანი,“ „მიმტევებელი“, „ლმობიერი“ ადამიანების გადაწყვეტილება.  რამდენიმე დღეში დადგება შობის ბრწყინვალე დღესასწაული, უამრავი ადამიანი მეკითხება ამის შესახებ. ყველაფერი უცვლელია, ამ შობასაც არაფერი იქნება, მე ვერ ვიგალობებ ტაძარში, ეს არის შურისძიება, თუმცა, მე ამ გალობას სახლში შევასრულებ უფლისთვის“ – განუცხადა თამარ ჭოხონელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები