“კალაძის არცერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, აფრიკის დასახლებაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება:

.„კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო! განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან!

კალაძის არცერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! დააშავა მამამ და მას მოკითხეთ“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გუშინ დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები