“თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?” – ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

„პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს თავი და უნა­რი თუ არ გაქვს, იბ­რძო­ლო იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არ მი­გაჩ­ნია სწო­რად, აბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რა არის?,“ – ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ გი­ორ­გი ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბა­რა­მი­ძემ გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი ვა­შა­ძის საქ­ცი­ე­ლი “არ არის ის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თებს ასეთ მწვა­ვე ბრძო­ლა­ში მყო­ფი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს”.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის პარ­ტია, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გვყავს და წევ­რე­ბი გვყავს, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს, ვი­საც მე არ მოვ­წონ­ვარ, ან ვინც მე არ მომ­წონს, მერე რა? პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, არ მოგ­წონს? გა­ა­ტა­რე – შენ შენი ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა გქონ­დეს პარ­ტი­ა­ში, რომ თუ ვინ­მე ოდი­ო­ზუ­რი გა­მოჩ­ნდა და თვლი, რომ ვნებს პარ­ტი­ას ეს ოდი­ო­ზუ­რი პი­როვ­ნე­ბა, ის დარ­ჩეს უმ­ცი­რე­სო­ბა­ში და იმის­მა აზ­რმა არ გა­ი­მარ­ჯვოს.

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს თავი და უნა­რი თუ არ გაქვს, იბ­რძო­ლო იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არ მი­გაჩ­ნია სწო­რად, აბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რა არის? ვი­ღაც არ მო­ე­წო­ნა პარ­ტი­ა­ში, ამის გამო და­ვი­ხუ­რო ქუდი და სა­დღაც გა­ვიქ­ცე, არ არის ის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თებს ასეთ მწვა­ვე ბრძო­ლა­ში მყო­ფი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს. ჩვენ ბრძო­ლა­ში ვართ მთე­ლი ეს წლე­ბია, რაც ეს პარ­ტია არ­სე­ბობს.” – აღნიშნა ბარამიძემ.

მსგავსი თემები