გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის არქონის გამო ვახტანგ მეგრელიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს

ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის უქონლობის გამო დააჯარიმეს.”მზრუნველი სახელმწიფო” – ამ სათაურით ავრცელებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ​ ლაივვიდეოს ფეისბუქში.

მეგრელიშვილის თქმით, პატრულმა 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა შეზღუდვების ფარგლებში საღამოს ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის, ასევე 500 ლარით დააჯარიმა მართვის უფლების არქონის გამო. ამასთან, მეგრელიშვილს სამართალდამცველებმა მართვის უფლების შეჩერების დადგენილება გადასცეს.

მსგავსი თემები