“შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას” – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც არსებული პანდემია და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები განიხილეს. როგორც კლინიკების ხელმძღვანელები განმარტავენ, დაწესებული შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს და არ უნდა მოიხსნას.

“ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის, განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა. მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იყო, ისტერიის დონეზე, ნამდვილად აღარ არის. ერთ-ერთი ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს შეზღუდვები მუშაობს. ჩემი თხოვნა იყო და ბევრმა კოლეგამ დამიჭირა მხარი, რომ კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით. გასაგებია, რომ მთელი წელი იყო მძიმე და კარგი იქნება, რომ ეს ბოლო პერიოდიც მოკრძალებულად გადავაგოროთ. ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

მსგავსი თემები