„გახსნის დღე არც 15 დეკემბერი იქნება, არს 24 და არც 3 იანვარი“ – შოთა ბურჯანაძე

„სწრაფი რეაგირებაა საჭირო, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, იმაზე უარესი შედეგს მივიღებთ, ვიდრე შესაძლოა მიგვეღო. ამდენი დაკარგული სამუშაო ადგილი კი არსებულ სოციალურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.  შესაძლოა ისეთი პრობლემის წინაშეც დავდექით, რომელიც გადაწყვეტადი არც იყოს“ – ეს განცხადება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“  გააკეთა.  

მისივე შეფასებით, რეგულაციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არც დგას და სახეზეა ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების შედეგი.

„რეგულაციების მოხსნის საკითხი არ განიხილება და არ განიხილებოდა მაშინაც, როდესაც ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ხშირად მითქვამს და ახლაც გაივმეორებ ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები 24 დღეს ვერ თვლიან, რა მოხდება ქვეყანაში. თუ გვინდა რომ 24-ში გაიხსნას სავაჭრო ცენტრები, 24 კი არა, დღეს უნდა გაიხსნას. ის მობილობა, რაც 24-დან იქნება, უნდა გადანაწილდეს იმ დარჩენილ დღეებზე, თუ გვინდა რომ არ გართულდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამის რისკს ეპიდემიოლოგები ვერ აკეთებენ. მათი კომპეტენცია ამას არ ჰყოფნის. ამიტომაც, არც 15 დეკემბერი იქნება გახსნის დღე, არც 24 დეკემბერი და არც 3 იანვარი. დაკეტვა არის ყველაზე იოლო გადაწვეტილება. სად არის ლოგიკა, კომპეტენტურობა ან პროფესიონალიზმი“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიცენტრ მთავარში“.       

მსგავსი თემები