„250 000 დაკარგული სამსახური მიბმულია ეკონომიკის ჩამოშლასთან“ – ჩაძირული სექტორი

„სექტორი გადარჩება თუ არა ეს არის ის კითხვის ნიშანი და ურთულესი საკითხი, რომელიც დავსვი. ვერ ვუყურებ პერსპექტივას, რომ მოთამაშეების დიდი ნაწილი  გადარჩება ამ ვითარებაში“ –  ეს განცხადება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისი შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საუბარია დაკარგულ 250 000 სამუშაო ადგილზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან.     

„რაც უფრო გაწელილია დრო და „ლოქდაუნი“ გრძელდება, გადარჩენის შანსი ნულს უტოლდება იქიდან გამომდინარე, რომ ის ვალდებულებები, რაც ამ პერიოდში აქვთ ოპერატორებს, კი არ მცირდება, პირიქით, იზრდება. არც საბანკო რესურსია ხელმისაწვდომი და არც დანაზოგები.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეების დიდ ნაწილს ბაზრის დატოვება მოუწევს“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სამსახურების დაკარგვასთან პირდაპირ ბმაშია, პროფესიონალი კადრების ქვეყნიდან გადინებაა.

„ბუნებრივია, ბაზრიდან გასვლა და ვერ გადარჩენა მიბმულია სამუშაო ადგილებთან.  ამ ეტაპისთვის, საუბარია 250 000 სამუშაო ადგილზე.  სამსახურის დაკარგვაზე კი მიბმულია ეკონომიკის ჩამოშლასთან. ასევე, პროფესიონალი კადრების ქვეყნიდან გადინებასთან. ეს არ არის პატარა პრობლემა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები