“მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი იმავე შემადგენლობით დარჩება და რაიმე ცვლილება, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინ ჩაიბარებს იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას, ჯერჯერობით, ამაზე განხილვა არ ყოფილა.

“ჩვენ, პირველ რიგში, ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში. მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილშია გამოკვეთილი რომ ცვლილება იქნება, თუმცა, სხვა რაიმე ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები