თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დაწესდება

თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დაწესდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის მოსახლეობას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:00 საათამდე აეკრძალება. ერდოღანის განცხადებით, უკვე არსებულმა შეზღუდვებმა თურქეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის დადებითი შედეგები მოიტანა. მისი თქმით, მთავრობა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

თურქეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 1.86 მილიონს მიაღწია. მათ შორის, ვირუსს 16 646 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები