“იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი სახე დაიკავებს” – თეა წულუკიანი

“იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი სახე დაიკავებს” – ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა პარლამენტი ცოტა ხნის წინ განუცხადა.

თეა წულუკიანი თავს იკავებს კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისგან, თუ კონკრეტულად ვინ იქნება მისი შემცვლელი იუსტიციის მინისტრის პოსტზე.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თეა წულუკიანი ახალი მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

მსგავსი თემები