“ვერ შევეგუები, პარტიის გარშემო და მის შიგნით ისეთ ოდიოზურ ფიგურებს რომლებიც ჩავაბარეთ წარსულს, მათთან ერთად ვერასდროს მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას” – გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ის ოდიოზური ფიგურები ახსენა, რომლებიც მისივე თქმით, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდნენ. 

“ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას,”- წერს გრიგოლ ვაშაძე. 

მსგავსი თემები