“პირველი ვაქცინა გაკეთდა, ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს!” – დონალდ ტრამპი

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. „პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მედიის ინფორმაციით, Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს გაუკეთდა.

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა.

კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია.

მსგავსი თემები