იუთუბი და გუგლის სხვა სერვისები მიუწვდომელია

იუთუბი გათიშულია. ვებგვერდზე შესვლისას, მომხმარებლებს ხვდებათ წარწერა, რომ ვეგბვერდზე რაღაც ხარვეზია.

ზოგიერთმა მომხმარებელმა სერვისზე შესვლა ინკოგნიტო რეჟიმში შეძლო, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხარვეზი მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას ფიქსირდება, ისეთი ბრაუზერის გამოყენებისას, რომლითაც გუგლის სერვისებზე თქვენი ანგარიშით ხართ შესული.

გათიშულია გუგლის ყველა სხვა სერვისიც — მათ შორის Gmail-ი და Google Drive; შეფერხებით მუშაოვს გუგლის საძიებო სისტემაც.

ვებგვერდთა შეფერხების მონიტორინგის პორტალ Down Detector-ის მონაცემებით, გუგლის სერვისებზე ხარვეზი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.

მსგავსი თემები