“ირაკლი კობახიძე და ალეკო ელისაშვილი ერთი და იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლო.

„ბატონი კობახიძე და ბატონი ელისაშვილი ერთი და იმავე შინაარსის გზავნილებს აკეთებენ უკვე რაღაც პერიოდია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მან ოპოზიციაში განხეთქილება ვერ მოახდინა. ამ კონკრეტული პირის მეშვეობით, მას სურდა, დაერღვია მყარი პოზიცია და ეს ვერ მოხდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები