„შესაძლოა, მოლაპარაკებები საერთოდ არ გაგრძელდეს“ – რა საკითხს გაცვლის „გირჩი“ და რის ფასად?!

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც პარტიაში ისე ფართო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა,  „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, შექმნა ისეთი რეალობა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს.

„მაგიდაზე დევს 4 წინადადება. ერთ წინადადება არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად,  მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მთავარი საკითხი, გარდა „გირჩისა“. „გირჩი“ ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავერთეთ, ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხი, რომელიც დევს მაგიდაზე, ეს არის, როგორ არ უნდა მოიპარონ შემდგომში არჩევნები ანუ როგორ უნდა გამოსწორდეს ცესკო ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი. მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები ყველა დონეზე. ეს საკითხი, ჩვენ ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტს“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით,  სრულად პროპორციული არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა საკითხები:

„საქმე ის არის, რომ მეოთხე საკითხთან მიმართებით, წინადადება არის არასრულფასოვანი ანუ ბოლომდე ისეთი არ არის, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით შევხვდებოდით, ამ წინადადების მიხედვით, ბარიერი კვლავ იარსებებს 3%-იანი, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება, 40/10 -ზე სქემაა შემოთავაზებული თბილისის საკრებულოში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებდით სრულად პროპორციულ არჩევნებს, გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, რომ პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება,“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები