“განცხადება, რომელიც ნიჟარაძემ და მთლიანად ორგანიზაციამ გააკეთა, არ არის დამაკმაყოფილებელი, მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი” – თეა წულუკიანი

“ის განცხადება, რომელიც ნიჟარაძემ და მთლიანად ამ ორგანიზაციამ გააკეთა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„განცხადება, რომელიც ქალბატონმა ნიჟარაძემ და მთლიანად ამ ორგანიზაციამ გააკეთა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ეს ქვეყანა არის ოკუპირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულის ფასად შეინარჩუნა სტაბილურად და მშვიდობიანად. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა. ISFED-მა არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ ის თავისი რბილი განცხადება, რომელიც საკუთარი თავის და სახის გადარჩენას ემსახურებოდა, უნდა გააკეთოს სხვა ტიპის განცხადებები და აგვიხსნას, რატომ იყო ეს ალგორითმი, თუ ფორმულა შეცდომიანი. მე ნოემბერში არაფერი ვიცოდი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები