„როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, გირჩის ოთხივე დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ“ – ვახტანგ მეგრელიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ახლა ვართ სიტუაციაში ფაქტობრივად ჩვენმა ამომრჩეველმა არ იცოდა რაზე მიდიოდა ამ მოლაპარაკებების დროს საუბარი და რა მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილმა ისაუბრა იმ მოლაპარაკებებზე, რაც რაუნდების სახით მიდიოდა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ელჩების თანდასწრებით, მეგრელიშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში დატოვებს „გირჩი“ მანდატს:

„ერთი სცენარი გასაგებია, რომ დღესაა ისეთი სიტუაცია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება სულ არ გაგრძელდეს და ოპოზიცია მიდის ბოიკოტისკენ, როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, „გირჩის“ ოთხივე დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაგებით მეათე მოწვევის პარლამენტი არ შედგა, არის საუბარი იმაზე რჩება თუ არა ბოიკოტის იქით გზა.

ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან. მაგიდაზე დევს ოთხი წინადადება, ერთი არის პოლიტპატიმრების, ამაზე არ არსებობს განსხვავებული აზრი, მეორე საკითხი ვადამდელი არჩევნები, ეს საკითხი არის უმრავლესობისთვის მთავრი საკითხი, გარდა „გირჩისა“, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საკითხი შეიძლება გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მეოთხე კი როგორ უნდა ვაკონტროლოთ, რომ ისევ არ გაყალბდეს, ერთ -ერთი წინადადებაა ასევე პროპორციული არჩევნები, ეს საკითხები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი.“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები