დააკავეს 82 წლის მამაკაცი, რომელმაც თეთრიწყაროში ცოლი მოკლა

თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 82 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები