მოსწავლეების ნამუშევარი კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით

თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც პროექტ “მე და კონსტიტუციის”  ფარგლებში ნახევარფინალში გავიდნენ, კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით პოსტერი მოამზადეს. კოვიდ პანდემიის პირობებში,  მოსწავლეებს შრომა დაუფასდათ და ნახევარფინალშიც მოხვდნენ.

როგორც მოსწავლეები გვიყვებიან, ისინი, აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებში და ეს პროექტიც ერთ-ერთი მათი წარმატებული მომავლის საწინდარია. პოსტერი საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლთან დაკავშირებით კი საქართველოს მოქალაქეობას ეხება. “მედიაცენტრი მთავარი” მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდებს.  

მსგავსი თემები