აჭარაში აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

ცოტა ხნის წინ აქციაზე ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მსგავსი თემები