„სიცრუეა, რომ ბადრისთან მიდიოდა, ეს სისულელეა“ – ბადრი და ბიძინა ესებუების მამა

სამართალდამცავების ინფორმაციით ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ბადრი ესებუასთან და მისთვის პირადი ნივთები უნდ გადაეცა, როგორც შსს -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი ბიძინა ესებუას აღმოაჩნდა ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, რასაც ბადრი და ბიძინა ესებუას მამა კატეგორიულად უარყოფს:

„გავიგე, რომ დაკავებულია სხვა არაფერი არ ვიცი, მას არ ჰქონდა არც ცეცხლსასროლი იარაღი, არც ყუმბარა.

სიცრუე, რომ ბადრისთან მიდიოდა, ეს არის სისულელე“ – აცხადებს დაკავებულის მამა.

ცნობისთვის სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დღეს  დააკავეს

მისი დაკავების ოპერაცია ზუგდიდში ჩატარდა. ესებუების საცხოვრებელ სახლში დამატებითი ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

მსგავსი თემები