“დაუკრეფავში ნუ გადავა!” – გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლობამ უნდა გააკეთოს განმარტებები მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

„ISFED უნდა გამოვიდეს და დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს ამის შესახებ, რამდენი ხანია იციან, რომ თუ ეს შეცდომა მოხდა, ეს შეცდომა არის და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ. მიუხედავა ამისა, ნამდვილად არ ვაპირებ თვითონ ISFED-ზე თავდასხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს აუცილებელია სრულფასოვანი განმარტება გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს საკითხი, გარკვეულწილად ცნობილი იყო ელჩებთან შეხვედრის დროს, უფრო სწორედ, ეს არ იყო ცნობილი, ამას ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ და პრინციპში, ჩვენ ეს არგუმენტი არცკი მივიღეთ. ანუ, ისინი, ციფრებიდან და მათემატიკიდან გამომდინარე ამბობდნენ, რომ არალოგიკური ციფრები არისო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერ შევალ იმ დეტალებში, რა საუბრები გვქონდა იქ, მაგრამ ახლა მთავარია გამოვიდეს ISFED, დეტალურად აღწეროს, რა ხდება. მეორე მხრივ, იგივე ISFED-ის დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ საქართველოში ასეთი დაბალი დონის არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები