დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა

რამდენიმე წუთის წინ სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს, – ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

მისი დაკავების ოპერაცია ზუგდიდში ჩატარდა. ამ წუთებში ესებუების საცხოვრებელ სახლში დამატებითი ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

არსებული ინფორმაციით „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ბადრი ესებუა, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მსგავსი თემები