“ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებსა და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ამხნევებს და აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში მალე შევლენ.

„იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოცილურ ქსელში.

მსგავსი თემები