თბილისის ერთ-ერთი პარკის გარშემო 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა​

​თბილისში, გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარკის გარშემო, 700 მეტრის სიგრძის საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, ხოლო პარკის ტერიტორიაზე, რომელის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი დაირგვება, მათ შორის, ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე,

ასევე, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობ დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი. ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. პარკის გარშემო მოეწყობა საველოსიპედე ბილიკი, რომელიც დაახლოებით 700 მეტრია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს,  სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და დამატებით განთავსდება სეპარირების ურნები. მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით დაინტერესდა სამშენებლო კომპანია „აქსისი“, რომელის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელებაში.

სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი თემები