„მე არ მადარდებს ეს ჰიმნი, არ მეხება“ – ლადო კახაძე

მმართველი გუნდის წარმომდგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვლადიმერ კახაძე ფიქრობს, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა უმრავლესობისთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება. დეპუტატმა შეფასება საბჭოთა ჰიმნზეც გააკეთა, რომელიც აქტივისტებს პარლამენტთან ჰქონდათ ჩართული.

 „როდესაც საქმეა გასაკეთებელი, მათი ქმედებებით დისკომფორტი არ შექმნილა. ჩემ ქვეყანას აქვს გამოწვევები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ძალიან დიდი გამოწვევები საგარეო ვექტორზეც, რომლის წყვეტაც არ შეიძლება მოხდეს. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც საზღვრავს ყველაფერს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით… ადამიანებმა, რომლებსაც ვიცნობ და ვიცოდი მათი პასუხისმგებლობის შესახებ, ვფიქრობდი, რომ ამომრჩევლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ გაექცეოდნენ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ფლანგზე არიან ადამიანები, რომლებიც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ”, – განაცხადა კახაძემ ჟურნალისტებთან.

ისივე შეფასებით, ოპოზიციას მონატრებული აქვს საბჭოთა კავშირი და მას ეს ჰიმნი არც ადარდებს და არც ეხება.

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ფლანგზე არის ადამიანთა მთელი რიგი, გონიერად მოაზროვნე და სწორად ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც თვითონ აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ხედავენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯებს და ისინი მზად არიან, მოლაპარაკებები გაგრძელდეს”, – განაცხადა კახაძემ.

მსგავსი თემები