მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქართველოს მთავრობის აწ უკვე წევრები ამჯერად მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან. პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.

კანონმდებლობით,  სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტს არაუგვიანეს მე-9 დღისა უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ კი სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განხილვა საკომიტეტო სხდომებზე დაიწყება. მომავალ მთავრობას ისევ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

მსგავსი თემები