„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა „ქართული ოცნების“ ფრაქციაც.

„ერთ პარტიას საშუალება აქვს, რომ ერთი ფრაქცია შექმნას. შესაბამისად 90-დეპუტატიანი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას მე ვუხელმძღვანელებ. დღეს ავირჩიეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. რეგლამენტის თანახმად, ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ესენი იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები