COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. “ევექსის” კლინიკის მედიკოსი ახალციხეში რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა. მედიკოსი ნინო მერაბიშვილი თავდაპირველად სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მას შემდგ რაც მისი მდგომაროება დამძიმდა, ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს და ის ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 

ასევე, გარდაცვლილებს შორის არიან პაციენტები გორიდან და ქობულეთიდან.  

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიფიქსირდა გარდაცვალება. გორში 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, 70 წლამდე ორი მამაკაცი და ხაშურში მაცხოვრებელი 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია, გვყავს მძიმე პაციენტებიც,“ – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.  

მსგავსი თემები