„რაზეც მოლაპარაკებები მიდის, შეთანხმებულები ვართ“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი, თითქმის ყველა იმ მოთხოვნას თანხმდება, რასაც ოპოზიცია ითხოვს. როგორც ელისაშვილი განმარტავს, უმრავლესობა რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმაა.

„ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა და თქვა, რომ ამ პაკეტზე დასტურს გვაძლევდა. პოლიტიკური პატიმრების თემაზე სერიოზული მსჯელობა იყო, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ. „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართო.  რასაც “ვახურებთ” და რასაც ვიტხოვთ, ოთხი საკითხიდან, გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა არიან, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთო. მთელი ერთი თვე რასაც ოპოზიცია ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, შეთანხმებული ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარტიების უმეტესობას პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა მათ აბულინგებენ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი სესია ხვალ 12:00-სათზე გაიმართება. 

მსგავსი თემები