„ქართული ოცნების“ გარდა ვინც 11 დეკემბერს პარლამენტში შევა, ყველა პირდაპირ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შედის” – დავით ჭიჭინაძე

„პირდაპირ  გაფორმდება მათი გაერთიანება, ვინც ფორმალურად და არაფორმალურად ემსახურებოდა „ოცნების“ და ივანიშვილის ინტერესებს ასე რომ, ძალიან სასაცილო და არადამაჯერებელია, როდესაც თავისი პატარა ინტერესების გამართლებას ვითომ გლობალური მიზეზებით ცდილობენ,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გაანცხადა.

ჭიჭინაძისთვის გაუგებარია „ხელისუფლების მიტაცების“ პირობებში რა კომპრომისზე საუბრობს ზოგიერთი ოპოზიციონერი:

„გულდასაწყვეტია, როდესაც პოზიციონირებენ ხალხის ინტერესების დამცველად და მერე უცებ იმაზე იწყებენ საუბარს, რაც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს.

რადგან ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნა, ვის რაში აინტერესებს საარჩევნო კოდექსი?!

ან საერთოდ რა „ჩაწიკწიკებებზეა“ საუბარი, როდესაც ხელისუფლების და ძალაუფლების მიტაცება ხდება?! ამიტომ ვიყავი ყოველთვის წინააღმდეგი ელჩებთან  ამ ე.წ. გასაიდუმლოებული და ხალხისთვის დახურული შეხვედრების. რადგან საარჩევნო კოდექსებზე საუბარს არც ცალკე დაბარება სჭირდება და არც გასაიდუმლოება.

პრაქტიკულად დადასტურდა ისიც, რომ ელჩებიც იმიტომ იბარებდნენ პარტიებს ცალ-ცალკე, რომ მათზე პირდაპირი ზემოქმედება ხდებოდა და განსაკუთრებით პატარა პარტიებზე.

შედეგად კი, ვიღებთ პარლამენტს, სადაც არცერთი გლობალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი, არცერთი ეკონომისტი არ იქნება, სამაგიეროდ იქნებიან ფულით დაქირავებული მოხელეები.

და სად არის აქ ხალხის ინტერეს?!“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები