“ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა, გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული, გინდათ ფული? მოდით, ვისაც ღირსება გაქვთ, ნუ მოხვალთ” – ნიკა მელია

“ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გახსნა დახლი – კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით, ვინც პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,” – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, დღეს კობახიძემ რეალურად ბიძინა ივანიშვილის გზავნილები გააჟღერა.

„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე არათუ კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა საუბრობს ბატონი კობახიძე საუბრობს ბატონი ივანიშვილი და ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანისგან ჟღერდება, ეს არის შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონ კობახიძის მიერ.

როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აპირებს ჩააყენონ სხვა პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან წამოსულ ძალადობრივ მუქარებს არ ეთანხმებიან.

მან მკაფიო ხაზი გაავლო, რომ ვინც პარლამენტში შემოხვალთ ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ – არ მოგცემთ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რას ვაპროტესტებთ ჩვენ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება. დიდი შეცდომა დაუშვა უკვე, ის არ ითვალისწინებს მთავარს, რომ ამ ოპოზიციური პარტიების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვაგდენთ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სუბიექტი პოლიტიკური პარტიის სახით ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ბუნებრივია ის ვეღარ იქნება ვეღარც პოლიტიკოსი და მითუმეტეს ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა – კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით. ვისაც ღირსება გაქვთ, პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,“- განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები