“თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება ” – გიგა ბოკერია

“ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი საბაბს ეძებს და თანაც ძალიან სამარცხვინო ფორმით.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ელისაშვილისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, მათ შორის არის ფულის აღება და ეს სიცრუეა, რომელიც ელისაშვილმა იკადრა.

„აშკარა შთაბეჭდილებაა, სამწუხაროდ, რომ საბაბს ეძებს. ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს სიცრუა მრვალ სიცრუეთა შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და იმისთვის ტალახი გვესროლა, ან იქამდე, ან მერე, არამედ სასურველი იყო, რომ ყოფილიყო ერთიანობა, ამიტომ საერთოდ არ დავსხმივართ თავს. ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით. სამწუხაროა, ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნებულიყო, ამ სამარცხვინო საქციელის ფონზეც კი, მისგანაც კი სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები