მმართველი გუნდი ოპოზიციას საბიუჯეტო დაფინანსებას შეუწყვეტს

ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდებათ. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად, მათ დაფინანსებაც შეუწყდებათ, თუ ისინი საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართავენ.

“ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ​”გუშინ ვამბობდით, რომ დეპუტატებს არ შევუწყვეტდით უფლებამოსილებას, თუმცა, დღეს შევიცვალეთ გადაწყვეტილება. მათ, რაც შეიძლება მალე უნდა შევუწყვიტოთ უფლაბემოსილება”. 

მსგავსი თემები