მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 147-ია

დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებებში 1 900 ადამიანი მკურნალობს.

მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 025, აჭარაში – 998, იმერეთში – 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 159, იმერეთში – 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 31, იმერეთში – 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 – თბილისში, 1 846 – აჭარაში, 393 – იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 126 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -302, აჭარაში – 204, ხოლო იმერეთში – 27.

მსგავსი თემები