ქვემო ქართლში ადამიანების მოწამვლის მაჩვენებელი მაღალია, ექიმთან მიმართვა კი დაბალი

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, 2014 – 2016 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად , პესტიციდების არასწორად და უსაფრთხოების წესების დაუცველად მოხმარების გამო სხვადასხვა ტიპის დაავადებები გამოვლინდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ განაცხადა, გამოკითხულთა შორის ​მოწამვლის შემთხვევები ძალიან მაღალია, მაგრამ სამედიცინო პუნქტებისთვის მიმართვიანობა ძალიან დაბალია. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ქართული ენის არცოდნა.

“ქვემო ქართლის მოსახლეობის 2 %-მა იცის ქართული კითხვა, რაც იმას, ნიშნავს, რომ პროდუქციის ეტიკეტის წაკითხვა არ შეუძლიათ. მოწამლული პაციენტი ეტიკეტით ხელში უნდა მივიდეს ექიმთან, რომელსაც იყენებდა ნიადაგის დამუშავებისას. ექიმმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია ამ ნივთიერების შესახებ, რადგან ხშირად არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად კიდევ უფრო ფატალურ შედეგს ვღებულობთ. ზოგ ეტიკეტზე პასტით არის მიწერილი პესტიციდების სახელწოდება, არ არის მითითებული ნივთიერების გამოყენებისა და დაცვის მექანისმების შესახებ ინსტრუქცია და ფერმერმა ინფორმაცია ინტერნეტით უნდა მოიძიოს, რასაც მოსახლეობა ძალიან იშვიათად აკეთებს. ასევე, ძნელია გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე ჩამოჰკიდო იმ პრეპარატების დახასიათება და მათი გამოყენების მიზნობრიობა, რომლებსაც ისინი ჰყიდიან, ძალიან ხშირად ყიდიან “ფუნდიცის” “ჰერბიციდის” მაგივრად“, – აცხადებს ხათუნა ახალაია. ​

​მისივე თქმით, კვლების ერთ-ერთი რესპოდენტი, რომელიც პესტიციდების მაღაზიაში მუშაობს და ყელის სიმსივნით დაავადდა, ამბობს, რომ მსგავს მაღაზიებში დასაქმებულები უმეტესად არ იყენებენ სხეულის დაცვის საშუალებებს და ღია წესით ანაწილებენ ნივთიერებებს, რითაც მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნებათ.

ხათუნა ახალაიას თქმით, გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, რომ მუშაობისას უბრალოდ გრძელ სამოსს იცვამენ, როცა ნათესებს ასხურებენ ქიმიურ ნივთიერებას, თვალებისა და სასუნთქი ორგანოების დაცვა ან ხელთათმანის გამოყენება, მსგავსი პრაქტიკა იშვიათია. ფერმერები ხშირად ამბობენ, რომ იყენებენ დაცვის საშუალებებს, მაგრამ მუშები, რომლებიც ბალახს აცლიან ნარგავებს, ისინი შიშველი ხელებით მუშაობენ.

მსგავსი თემები