„ირაკლი კობახიძემ თავი გადაიპარსოს“ – გიგი უგულავა

გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მატყუარას უწოდებს და დანიზლავებას სთავაზობს.  

„კობახიძე არის  მატყუარა. ხომ იძახის 11-ში პარლამენტში მარტო არ ვიქნებით და ყველანი ერთად ვიქნებითო, აი დადოს პირობა რომ თუ მარტო იქნებიან, თავი გადაიპარსოს, ან მე გადავიპარსავ. მეც მაქვს თმები შესაჭრელი და მაგას სულ შესაჭრელია. აწყობს კობახიძეს? მე გეუბნებით, რომ ისინი პარლამენტში იქნებიან მარტო“ – აცხადებს უგულავა.

მისი თქმით, ოპოზიციასთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს, რადგან მმართველი გუნდა ამაზე არ მიდის. ჩვენი შეთავაზებაა რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებამდე მისასვლელი გზა – პლებისციტი.   

მსგავსი თემები