„ცალკე აღებული, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ელჩების მონაწილეობით გამართული იდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„შევთანხმდით, რომ მედიატორებთან მოლაპარაკება გაგრძელდება. სანამ კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება, ვერავის შესვლას ვერ იხილავთ პარლამენტში. ვწუხვარ, რომ ჩვენს გუნდთან დაკავშირებით ასეთი ბინძური კამპანია იყო დღეს. რისკი ყველაფრის არსებობს, შეიძლება მოლაპარაკება ჩაიშალოს, შეიძლება არ ჩაიშალოს, შეიძლება შედგეს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარკვეული წევრები პარლამენტში შესვლას გეგმავენ.   

როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებს არ განიხილავს, ცალკე აღებული არ აპირებენ  პარლამენტში შესვლას.

მსგავსი თემები