ნუ ინერვიულებთ „რაუნდების“ რაოდენობაზე – არ შევდივართ

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პარლამენტში არ შედიან.

„პარლამიენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში უნდა  იჯდეს მხოლოდ ქართლი ოცნება, სამარცხვინოდ და ისინი უნდა გაშიშვლდნენ. ჩვენ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელის მოაწერა დეკლარაციას, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არავინ გასულა ამ დეკლარაციის ფორმატიდან. მოლაპარაკებებში არაფერი საიდუმლო არ არის“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

მსგავსი თემები