ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

“ლელოს” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა.

მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია სრულად შეთანხმდა საკუთარ ნაბიჯებზე და მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ პარტიები შეძლებენ საკუთარი პოზიციები გააცნონ ამომრჩეველსა თუ მედიას.

„ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა მემგონი. ყველას ესმის რითი მიდიან და რას ველოდებით ამ შეხვედრიდან. სრულიად ვართ შეთანხმებულნი იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ახლა შეხვედრა იქნება და შეხვედრის შემდეგ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარი პოზიცია უკვე საჯაროდ გააცნოს ამომრჩეველს, მედიას.

ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას, რომ შევძლოთ იმ თემებზე საუბარი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თქვენც გაინტერესებდათ და ჩვენც გვინდა, რომ გითხრათ.

ჩვენ შევთანხმდით როგორ ვიმოქმედებთ და ამ პროცესის შედეგი იქნება, ვინმე შევა თუ არ შევა პარლამენტში. თქვენ რომ დღეს სვამთ კონკრეტულ ადამიანებზე ამ კითხვას, უბრალოდ არ არის სწორი,“ – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები