კვლევა და მიღებული მძიმე შედეგები ქვემო ქართლში

ავთვისებიანი სიმსივნე და ებრიონული ანომალიები – ეს იმ მძიმე დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქვემო ქართლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის პრობლემაა. მიზეზი კი პესტიციდებია, რომლებიც უკონტროლოდ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე გამოიყენება.

ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ პესტიციდებით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშრებული რისკები და მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ მძიმეა და შედეგები შეიძლება ფატალურიც იყოს.

კვლევის შედეგებს ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს 11:00 საათზე წარმოადგენს.

მსგავსი თემები