საფრანგეთში ფრინველის გრიპი გავრცელდა

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ფრინველის გრიპმა იფეთქა. საუბარია ლანდესის დეპარტამენტში მოქმედ ერთ-ერთ ფერმაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც H5N8 ტიპის ვირუსით 6 000 იხვი დაინფიცირდა.

არსებობს თუ არა ვირუსის გავრცელების საფრთხე, ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

5 დეკემბერს ფერმაში მოულოდნელად დიდი რაოდენობით ფრინველი დაიხოცა, მას შემდეგ ვითარებას ვირუსოლოგები სწავლობენ.

H5N8 ვირუსი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სწრაფად ვრცელდება ევროპაში, რასაც ხელს ფრინველების მიგრირება უწყობს.

მსგავსი თემები